თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.
მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა.
ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მომხმარებელს მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს. ბილაინს მომხმარებლისთვის ხშირად აქვს სპეციალური შეთავაზებაც.
2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Nokia -ს სმარტფონები და საჩუქრად მიიღოს მობილური ინტერნეტი ყოველთვე, სამი თვის განმავლობაში.

​R

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები