საქართველოს ეკონომიკა მე -2 კვარტალში 4,5%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, “საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11,026 მლრდ ლარი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეფლატორი გაზრდილია 3.8%-ით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 1 114 დოლარიდან 1081 დოლარამდე შემცირდა.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი (17.9%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (16.9%), სასტუმროები და რესტორნები (14.1%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11.5%), კავშირგაბმულობა (10.8%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (9.3%), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (7.4%), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (5.2%), საფინანსო საქმიანობა (4.3%), სახელმწიფო მმართველობა (3%), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა (2.1%).

კლებაა განათლებაში (-7.9%), სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7.7%), მშენებლობაში (-4.6%), დამამუშავებელ მრეწველობაში (-4.5%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.8%) და მრეწველობა (16.4%), შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.9%), მშენებლობა (8.8%), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8.4%), სახელმწიფო მმართველობა (7.8%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები