18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ იმ კვლევების შესახებ, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში ხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში, სპეციალისტებმა სტუდენტებს წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკულ სამუშაოები გააცნეს და სპეციალისტებთან ერთად, წყალის ჰიდრობიოლოგიურ ანალიზებში მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები