სსფ-მ საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტის დონეზე დატოვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისიის ხელმძღვანელის ვერა-მარტინის შეფასებით, ნაკლებად ხელშემწყობი საგარეო ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი მყარია.
„სსფ უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6
პროცენტის დონეზე; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4
პროცენტია. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს
მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტი 2019 წელს 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6
პროცენტამდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე,
მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო,
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში
პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისათვის.
„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური
პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის
მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში
მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს
ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური
წნეხი შენარჩუნდა. სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო,
ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი,
ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი
ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს
ქვეყანას“, – ნათქვამია მისიის მიმოხილვაში.
სსფ-ს შეფასებით, „საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები