მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს ყელსახვევები დაურიგა, კლასის დამრიგებლობიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელმაც თავის მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა, კლასის დამრიგებლობიდან გაათვისუფლეს.
სკოლის დისციპლინურმა საბჭომ გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს იმსჯელა.

ცნობისთვის, პირველი კლასის დამრიგებელმა, ქეთევან ვეკუამ, ბავშვებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები სასწავლო წლის პირველ დღეს გაუკეთა. წითელი ბაფთები პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკად ითვლება. სკოლებში აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენება კანონდარღვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები