თელავმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც თელავში გაიმართა ათზე მეტი ინსტიტუცია სტუმრობდა. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ღვინის გამოფენა. გაიმართა პრეზენტაცია “ღვინო-სიახლეები და პერსპექტივები”, რომლის მიზანიც ქვევრის ღვინოს დამზადების ახალი ტექნოლოგია იყო.
თელავში სტუმრად მყოფ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ქონდათ ენახათ თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც საქართველოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიების ყველის ასორტიმენტი.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 16 დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი  საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროა, რომელიც პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები