გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსამ ფერეიდნიდან ფეხით ჩამოსულ სამ ქართველს შაჰრამ ონიკაძეს, ომიდ (ამირან) გოგონანის და ისმაილ რაჰიმის უმასპინძლა. შეხვედრა ი. გოგებაშვილის სახელობის დარბაზში ჩატარადა.   გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი  სოსიაშვილმა  ფერეიდნელ ქართველებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მასპინძლობა დიდი პატივია.

“მთელი საქართველოს ყურადღება იყო მიპყრობილი სამი გმირი ფერეიდნელი ქართველის მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს ფეხით ჩამოსულიყვნენ საქართველოში. მათ თავიანთი შინაგანი ცნობიერება და ქართველობა დღემდე შენარჩუნებული აქვთ. ამ ადამიანებმა გაირეს ის ისტორიული გზა, რომელიც 400 წლის წინ მათმა წინაპრებმა გაიარეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მათ”,-აღნიშნა გიორგი სოსაშვილმა.

“ჩვენი სამშობლო აქ არის, აქ ჩვენი ფესვებია და ჩვენ ქართველები ვართ. გადავწყვიტეთ, რომ ფერეიდანიდან ფეხით წამოვსულიყავით. ჩემი ოჯახი, ცოლ – შვილი იქ მყავს და როცა უკან ვბრუნდები, ჩემი გული აქ რჩება”,- განაცხადა ომიდ გოგონანიმ.

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდნენ და ახლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ შეხვედრებს.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები