რუსთავის მე-8 საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში მე-8 საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკოლამდელი განათლების დაწესებულება რუსთავის მერმა – ირაკლი ტაბაღუამ და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა – ეკა ხუციშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე მერის მოადგილე – გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს, ბაღის პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს კი ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს.

მე-8 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა.
პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა ოთახები, სამზარეულო და კეთილმოეწყო ეზო. საბავშვო ბაღში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა, სადაც 156 ბავშვი ირიცხება.

მიმდინარე წელს, რუსთავის რვა საბავშვო ბაღში, აქედან მე-8, 25-ე და 27-ე ბაგა-ბაღში გამაგრებითი სამუშაოებიც განხორციელდა, რისთვისაც 1 მლნ 057 702 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები