„მეტი დეველოპმენტმა“, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის საქველმოქმედო მიღება გამართა (ფოტო-ვიდეო)

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“ სამგორსა და კრწანისის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო მიღება გამართა. ღონისძიება „მეტი დეველოპმენტის“ მთავარ ოფისში გაიმართა, სადაც ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, 6-დან 9-წლამდე პატარებს, ასევე 10-12 წლამდე ბავშვებსა და თინეიჯერებს ახალი სასწავლო წლისთვის საჩუქრად სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. ბავშვებმა სხვადასხვა სახის ტკბილეული დააგემოვნეს, გამაგრილებელი სასმელით ისიამოვნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„დღევანდელი დღე ახალი სასწავლო წლის დაწყებას ეძღვნება. ჩვენი კომპანია იმ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისადმი, სადაც სახლებს აშენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ამჯერად „მეტი დეველოპმენტი“ „ეკოსითი სამგორსა“ და „ეკოსითი კრწანისს“ აშენებს. ჩვენ ამ ორი უბნის უბნის მოსახლეობის სამიზნე აუდიტორიად ის ადამიანები დავისახეთ, რომლებსაც შესაძლოა, ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. შესაბამისად, საქველმოქმედო მიღებაზე სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები მოვიწვიეთ, რომელთა სიაც რაიონის გამგეობამ გადმოგვცა. ბავშვებს გადავეცით სასკოლო ჩანთები, რვეულები და კალმები. ჩვენთვის მთავარია გარკვეული წვლილი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში. „მეტი დეველოპმენტი“ ყველა მნიშვნელოვან თარიღს მიულოცავს იმ ადამიანებს, სადაც ჩვენი კომპანია შევა და „ეკოსითი“ აშენდება“,- განაცხადა სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ პიარის მიმართულების ხელმძღვანელმა ხათუნა მუზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მხრიდან ეს პირველი საქველმოქმედო საღამო არ არის, მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გასულ წელს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნუგბარი გადასცეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოციალური აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები