ხაშურში 2020 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
პროექტის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი 2000-მდე გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. მოეწყობა უმაღლესი ხარისხის საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა, აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები