NDI-ის გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს

0

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 % ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.
34 % მიიჩნევს, რომ პრობლემა არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 33 % -ისთვის სიღარიბე, 29 % კი ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22 % პენსიას ასახელებს, ხოლო 19 % -ისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა ხელფასებია.
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​.

კომენტარები

კომენტარი