კალინ დიმტჩევი განათლების რეფორმაზე – „რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მსმენია“

განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას ნამდვილად აქვს ამბიციური და პროგრესული გეგმა, თუ როგორ უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.
„რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მომისმენია. პრეზენტაციიდან ჩანდა, რომ სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, გააზრებული აქვს, თუ რა გავლენა ექნება მას სწავლების ხარისხზე. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს იქნება სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველა სტუდენტის, პედაგოგის წარმატების წინაპირობა.
ჩვენ გვაქვს მაიკროსოფტი და არაერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში. გვყავს ათასობით მომხმარებელი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე მოხდა ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტში. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კალინ დიმტჩევმა.
ხაზგასასმელია, რომ მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის უკვე გაიხსნა – მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რაც განათლების სისტემისთვის რევოლუციური ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები