პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 01:00 საათიდან 04:00 საათამდე სს ,,საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული ქსელი გაითიშება

სს “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე გაითიშება სს “საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული ქსელი.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შედეგადაც შეფერხებით იმუშავებს გარე და შიდა სერვისები:

• სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის;

• კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი;

• ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა;

• რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი;

• რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ;

“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები