“სასამართლო და პროკურატურა მაშინაც არსებობდა და მამუკა ხაზარაძეს შეეძლო მიმართა, ასევე დღესაც შეუძლია მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს”

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო და პროკურატურა მაშინაც არსებობდა და მამუკა ხაზარაძეს შეეძლო მიემართა, ასევე, ახალაც შეუძლია მიმართოს.
„ჩვენ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. შესაბამისად, მისი განცხადებები უნდა იყოს განხილული ძალიან ობიექტურ პრიზმაში. ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს – რატომ არ იყო აქამდე გახმოვანებული, როცა ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი; რატომ მიიღო მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს ან თუ მიიღო, რატომ არ გააკეთა ამის შესახებ განცხადებები უშუალოდ იმ შეხვედრის შემდეგ.
​რაზეც საუბრობს, მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მაგრამ  რომელზეც საუბრობს არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს. ალბათ, ჩემი პასუხი უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე – საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს, ხოლო სასამართლო და პროკურატურა არსებობდა მაშინაც, რომ მიემართა მამუკა ხაზარაძეს, არსებობს დღესაც და მას შეუძლია, დღესაც მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს. ასე რომ, რატომ ხდება ამ საკითხის აჟიტირება ახლა, როდესაც ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ალბათ, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
​ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სოლოლაკში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ის შოკირებული გამოვიდა, რადგან მისივე თქმით, “ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო პრაქტიკულად, რომელიც საქმეს არჩევდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები