რუსთავში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, რუსთავში საჯარო განხილვა დაიწყო. განხილვას 350-მდე ადგილობრივი ესწრება.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: გია ჟორჟოლიანი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, პაატა მხეიძე, გიორგი ბეგაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, გიორგი მეშველიანი მონაწილეობენ.  განხილვაზე ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები: გოჩა ლორია და ბესო ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ქავთარაძე-ტაბატაძე და დავით რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კომისიის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები – თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები