ლავროვი: მინსკის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარება ბელარუსთან ურთიერთობაში სირთულეებს არ გვიქმნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, ის ფაქტი, რომ მინსკი ყირიმის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ბელარუსთან ურთიერთობებში რუსეთს პრობლემას არ უქმნის.
ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, საგარეო პოლიტიკური უწყებების მუშაობის მიმართულებით ხერხდება თუ არა ბელარუსთან იდენტური პოზიციების მოძებნა? ბელარუსმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა, იგივე პოზიცია აქვს ყირიმთან მიმართებით. ხომ არ შეაქვს ამ ფაქტს ორმხრივ ურთიერთობაში სირთულე?
„ორი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყებების ურთიერთქმედება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტრუქციაა სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მინსკი გაეროში თანმიმდევრულად უჭერს მხარს რეზოლუციებს „ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობას“ და „აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ“. ამრიგად, ჩვენს დიალოგში რაიმე სირთულეებზე საუბარი არ გვიწევს“, – განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები