ერგნეთში ხვალ მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ერგნეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის მორიგი ტექნიკური შეხვედრა, ხვალ, 13 სექტემბერს გაიმართება.
“რეგიონული კვირას” ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ხაშურის მუნიციალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული სოფელ წნელისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ წნელისის ტყის მასივში და ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე ორი ბლოკსაგუშაგო ჩადგეს.