აზერბაიჯანული მეგაპროექტი – „სამხრეთის გაზის დერეფანი“ დასასრულს უახლოვდება

„სამხრეთის გაზის დერეფანის“ პროექტი დასრულების სტადიაზეა. როგორც Report-ს SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ უბრაჰიმ ახმედოვმა განუცხადა, პროექტის იმ სეგმენტის პროგრესმა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოებას და TANAP-ის მშენებლობას ითვალისწინებს, 100 %-ს მიაღწია.
მისივე თქმით, შაჰდენიზის გაზის საბადოს დამუშავების მეორე სტადია 93 %-ით შესრულდა. 88 %-იანი პროგრესს არის მიღწეული გაზსადენ TAP-ის მშენებლობაშიც.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ ხანგრძლივი თანამშრომლობით აზერბაიჯანთან და მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის კორიდორს. რამდენიმე თვის წინ მე ვიმყოფებოდი ბაქოში. სასიამოვნოა,როცა ვხედავთ ამ პროექტის წარმატებას“ – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენერგეტიკული ბიუროს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ და თანაშემწემ, კენტ ლოგსდონმა.
როგორც ტეხასში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, „ენერგოუსაფრთხოება – ეროვნული უსაფრთხოება“, ლოგსდონმა განაცხადა აშშ აგრძელებს სამხრეთის გაზის კორიდორის მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროპის გაზმომარაგებისა და მომწოდებლების დივერსიფიცირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გაზსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ის ( ტრანსანატოლიური გაზსადენი) გაზსადენს მიუერთდება, საიდანაც ალბანეთისა და ადრეატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიას დაუკავშირდება.
გაზსადენი TAP სამხრეთის გაზის კორიდორის ერთ-ერთი განშტოებაა, რომლის მეშვეობითაც ევროპისათვის 10 მილიარდი კუბამეტრი გაზის მიწოდება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ( ბაქო -თბილისი- ერზრუმი) გაგრძელებაა, სამი ძირითადი პროექტისგან შედგება:
სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით;
ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) მეშვეობით თურქეთის გავლით;
ტრანს -ადრიატიკული მილსადენის (TAR) მეშვეობით საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით.
გეგმის თანახმად, აღნიშნული მილსადენებით გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან იგეგმება. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გაზსადენების მთლიანი სიგრე 3500 კილომეტრს აღწევს.

გეგმის თანახმად, აღნიშნული მილსადენებით გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან იგეგმება. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გაზსადენების მთლიანი სიგრე 3500 კილომეტრს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები