რუსთავიდან თბილისში, ვაკის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება სამი ლარი გახდა

რუსთავიდან თბილისში ვაკის მიმართულებით ტრანსპორტის ღირებულება სამი ლარი გახდა. ამ დრომდე აღნიშული მარშრუტით მგზავრობა 2.50 ლარი იყო.  სატრანსპორტო კომპანიაში მგზავრობის გაძვირების მიზეზად საწვავის ფასის მომატებას და ტრანსპორტის ნაწილებზე ფასის მომატებას ასახელებენ.
შპს “ვაკის ტაქსის” დირექტორის გელა შავერდაშვილის განმარტებით, ტარიფზე ფასის მატება რუსთავის  მერიის მიერ კომპანიისთვის  იჯარაზე გაზრდილი თანხის გადასახადს დაემთხვა, თუმცა მერიას ტარიფის გაძვირებაში წვლილი არ მიუძღვის.
“მძღოლები აღარ ჩერდებიან და გარბიან, იძულებული გავხდით ტარიფზე ფასი მოგვემატებინა”,-  ამბობს შავერდაშვილი.
ტრანსპორტზე საფასურის გაძვირებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა გამოეხმაურა, რომელიც “ვაკე ტაქსისთვის” ყოველთვიური იჯარის გადასახადის გაორმაგებას ადასტურებს.
“აუდიტორული შემოწმების შეფასების საფუძველზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიისთვის გადაცემული მიწის არენდის ფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო,თუმცა საუბარია  მინიმალურ თანხებზე რაც ტარიფის მატებას ვერ გამოიწვევდა ამას დაადასტურებს კომპანიის ხელმძღვანელობაც”,- აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები