ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 2018-2019 წლებში, წამყვან ქართულ უნივერსიტეტებს შორის ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, იგულისხმება ის უნივერსიტეტები, რომელთაც მოცემულ პერიოდში Web of Science Core Collection-ში 50-ზე მეტი პუბლიკაცია აქვთ ინდექსირებული.
საქართველოს უნივერსიტეტების მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ციტირების გავლენა მონაცემთა ანალიტიკისა და სტატისტიკის გლობალურმა ქსელმა – Clarivate Analytics-მა გააანალიზა. კვლევა ანალიტიკური სისტემა InCites-ის გამოყენებით ტარდება, ხოლო კვლევის პროცესში ინდიკატორები Web Science of Core Collection-ის მონაცემებს ემყარება.
როგორც ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი გამოავლინა, როგორც ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით, ისე ციტირების პროცენტულობის მხრივ.
ციტირების ინდექსი CNCI – წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რომელიც პუბლიკაციის ტიპების გათვალისწინებით, ციტირების ზემოქმედების შედარებისა და შეფასების საშუალებას იძლევა. InCites-ის მონაცემები 2019 წლის 27 აგვისტოს განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები