კვიციანი პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს – “ერთ-ერთმა გოგონამ ყ**-ო შემომძახა”

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში განცითარებულ მოვლენებს განმარტავს.
„კვირა“ კვიციანის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„რატომ აწვდით მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას?! მე მათთან არ გავსულვარ! ისინი დამხვდნენ ქუჩაში! ტაქსი გამოვიძახე, პარლამენტთან ამოსასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ პოლიციელებს მომიტინგეების გამო, ამიტომაც ვერ ამოვიდა და დამირეკა რო ქვევით ვდგავარო, მეც წავედი ჩემი გზით! რო მივდიოდი ბოკერია სააკაშვილის ჯგუფი იდგა მარჯვენა შესასვლელთან. მე მათ არც ერთს სახეზე არ ვიცნობ იმ მაქარაშვილის გარდა, ის მყავს ტელევიზიით ნანახი. მოკლიდ, რომ მივუახლოვდი მივესალმე აქეთ პოლიციელებს და იქეთ აქციის წევრებს და გავაგრძელე გზა.მოუ
ლოდნელად შემომესივნენ და დაიწყეს სტვენა შემომეხვივნენ და დაიწყეს შეურცხმყოფელი სიტყვების ყვირილი პირდაპირ ყურში მოღალატე, რუსეთის მონა, პუტინის მონა და ერთ-ერთმა გოგონამ ყლეო შემომძახა. ამდენი შეურაცხყოფამ რათქმაუნდა გამომიყვანა მწყობრიდან მანამდე მივდიოდი სიცილით სტვენაზე არ მიმიცია რეაგირება მაშინ დაიწყეს ლანძღვა, გინება, მართალია მეც ვაგინე გამწარებულმა მერე ვიღაც ახალგაზრდა დამხვდა წინ და პირდაპირ დამეჯახა წინიდან, მეც ვუჯიკე და წაიქცა. შემდეგ მე ისევ წავედი წინ ესენი მომდევენ და მაგინებენ მეც ვაგინე და მართალი გითხრათ ბევრი რამ კადრებიდან ვნახე თორე არ მახსოვდა მწყობრიდან გამომიყვანეს. აღმოჩნდა იგორ გიორგაძის შექმნილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილი და ის მეძახდა რუსეთის აგენტს!
ეტყობა სკოლებში და ინსტიტუტებში არ ასწავლიან სწორად ისტორიას და მაგიტომაც ეს ახალგაზრდები არ ადგანან სწორ გზას! მე რომ ნაკანტუზიებ ყურებში მისტვენ და მოღალატეს მეძახი იქნებ თუ წიგნებს გიმალავენ იკითხო მაინც რამდენი სისხლი დამიღვრია ომში რამდენი რუსული ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა ამიფეთქებია ბრძოლაში! რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს? არ გრცხვენიათ? ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას მე თუ მოღალატე ვარ მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს განთავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად!“,-დაწერა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები