საქართველოში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი, მსოფლიოს 6 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ წარმოადგინა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 21 ადგილობრივ ფერმერს მიწის მდგრადი მართვის შესახებ სწავლება ჩაუტარდა. ამასთანავე, თესლბრუნვის დანერგვის მიზნით, ფერმერებს ბარდისა და წიწიბურას თესლები გადაეცათ და მათი უშუალოდ ველზე მოვლა-მოყვანისთვის კონსულტაციები გაეწიათ. შედეგად, შემცირდა სოკოვანი დაავადებები, მომდევნო წელი გახდა უხვმოსავლიანი. გაიზარდა როგორც ხორბლის მოსავალი, ფერმერებმა ბარდის მოყვანითაც მიიღეს სარგებელი.
მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი, მსოფლიოს 6 საუკეთესო საპილოტე პროექტის სიაში მოხვდა.
საპილოტე პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით დაიგეგმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის “სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციის შემცირების მიზნით” ფარგლებში განხორციელდა.
გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-14 კონფერენციაზე წარდგენილ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტს, ინდოეთის პრემიერ მინისტრი და მსოფლიოს 120 ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები