სომხეთი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, თურქეთთან ურთიერთობაში რესპუბლიკა რამდენიმე ნეგატიურ რეალობას აწყდება.
„არსებობს რამდენიმე რეალობა, რომლებსაც ვერ მივესალმებით: თურქეთის მხრიდან ციურიხის პროცესის იგნორირება; სომხეთის ბლოკადის გაგრძელება; მთიანი ყარაბაღის საკითხში მიკერძოებული პოზიცია და სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება“,-განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი კვლავინდებურად არის მზად თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, თუმცა საკითხში წინსვლა არ შეინიშნება.
მსგავსი შინაარსის განცხადება 2018 წლის 10 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაამყაროს.