”ერთი რამე მინდა გითხრათ მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია”, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქციების ფორმატში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
როგორც მან აღნიშნა, მათ 2020 წლის არჩევნებში ხალხი ქუჩაში დატოვებს.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, ერთი რამე მინდა გითხრათ, მე თქვენ დაგასრულებთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია. 2020-ის არჩევნებში თქვენ დარჩებით ქუჩაში. თვალიდან ხელი მოიშორეთ და სიმართლეს ხელი გაუსწორეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.