ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ორი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ნატოს ოპერაციის „მტკიცე მხარდაჭერის“ ორი სამხედრო, საბრძოლო მოქმედებების დროს, დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მტკიცე მხარდაჭერის“ სარდლობა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ერთი სამხედრო იყო რუმინელი, მეორე აშშ-ის მოქალაქე.
ქაბულში დღეს იმ რაიონში, სადაც ნატოს შტაბ-ბინა, აშშ-ის საელჩო და სამთავრობო შენობებია განთავსებული, აფეთქება მოხდა.
პოლიცის განცხადებით, შაშ დარაქას რაიონში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები