ერდოღანი: მიუღებელია, რომ თურქეთს ბირთვული იარაღი არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს, მაშინ როდესაც თურქეთს მის შექმნაზე მუშაობის დაწყებაც არ შეუძლია.
„ვიღაცას ბირთვული ქობინები აქვს, ერთი კი არა, ორიც, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ისინი არ გვექნება. ჩემთვის ეს მიუღებელია. დღეს არ არსებობს განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ასეთი იარაღი არ გააჩნია. ყველას აქვს. ჩვენ გვეუბნებიან: არც გაბედოთ! გვერდით ისრაელია. აქვს მას ბირთვული იარაღი? აქვს და ის მათ ემუქრება“, – განაცხადა ერდოღანმა.მისი
ვე თქმით, ამჟამად ანკარა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სამუშაოებს ახორციელებს, კერძოდ, რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400 შესყიდვით არის დაკავებული და ეს აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად ხდება.
თურქეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას 1980 წელს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები