პუტინი ზელენსკის ურჩევს ოპოზიციის დევნისგან თავი შეიკავოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს ოპოზიციის დევნისგან თავი შეიკავოს, რადგან „ამისგან კარგი არაფერი გამოვა“.
ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, რაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებით დადასტურდა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ, „არ დარბიან მოედნებზე“ და შეუძლებელს არ ითხოვენ.
„ჩემი აზრით, შეცდომა იქნებოდა მათთვის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მცდელობა“,-განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები