აზერბაიჯანმა საქართველოდან 2759,2 ტონა კარტოფილის იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა საქართველოდან 2759,2 ტონა კარტოფილის იმპორტი განახორციელა.
საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში, პირიქით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული კარტოფილის რაოდენობამ 2821,7 ტონა შეადგინა.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა 23 მილიონ 976 ათასი დოლარის ღირებულების, 91830,3 ათასი ტონა კარტოფილი შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ -ივლისში აზერბაიჯანმა 34 ათას ჰექტარზე 576.3 ათასი ტონა კარტოფილის მოსავალი აიღო.
კარტოფილის ექსპორტს აზერბაიჯანი მსოფლიოს 8 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები