თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად მისულ მაშველებს ბინაში ქალის გვამი დახვდათ – ის სავარაუდოდ მოკლეს
თემქაზე, არაშენდას კორპუსთან ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე გარდაცვლილი, დაახლოებით 62 წლის ქალი აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს თავის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა, მათი ვარაუდით ქალი ჯერ მოკლეს და ამის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.