სიმონ ნოზაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონში ცვლილების შედეგად „გირჩის“ „ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის ხელის შეშლა მოხერხდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რათა ხელი შეეშალოს „გირჩს“ „ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის”.
ამის შესახებ ნოზაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
„ყველა ის ქმედება, რომლებიც ხორციელდება ახალგაზრდებთან დაკავშირებით „გირჩის“ მიერ, ძირგამომთხრელი საქმიანობით ხასიათდება. მე და ლევან გოგიჩაიშვილს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს, უსაფრთხოების სფეროში ერთობლივად ერთ კანონზე ვიმუშავეთ. ლევანს ვთავაზობ, რომ ეს ხარვეზი, რომელიც კანონსაც გააჩნია, ვეცადოთ ერთად აღმოვფხვრათ, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული კაცი დაგვიდგებით გვერდში, როგორიც თქვენ ხართ, ბატონო ირაკლი. ამით უამრავ, ასობით ახალგაზრდას გადავარჩენთ, რომ ისინი პატრიოტიზმის არხიდან არ ამოვარდნენ და სამშობლოს სამსახურისთვის მზად იყვნენ. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მზად არის, 2008 წლის აგვისტოში რიგები დადგა, რეგისტრაციაში მსურველებს ვეღარ ატარებდნენ, ისინი მზად იყვნენ სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ“,-განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები