111 სასტუმრო და 2 890 ახალი სამუშაო ადგილი – პერსპექტივა, რომელსაც პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ქმნის

2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველში“ 111 ახალი სასტუმრო თანადაფინანსდება.
სასტუმროები აშენდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.
ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 289.6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 111 სასტუმრო შექმნის 3 380-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 890-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები