6 სექტემბერი წმინდა ძმების, კარბელაშვილების ხსენების დღეა
6 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხუთი წმინდა ძმის – კარბელაშვილების ხსენების დღეს აღნიშნავს, მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს – პეტრესა და ანდრიას, წმინდა აღმსარებელ სტეფანეს, პოლიევქტოსსა და ფილიმონს.
ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეულია მგალობელთათავის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ლოცვა-კურთხევით, 9:30 საათზე, სამთავისის საკათედრო ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება.
ხოლო თბილისში მგალობლები, აგრეთვე კარბელაშვილების შთამომავლები ანჩისხატის ტაძარში პარაკლისზე 13:00 საათზე შეიკრიბებიან.
ხუთმა ძმამ, ხუთმა სასულიერო პირმა, უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ კულტურას, ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და ნოტებზე გადატანის საქმეს. მგალობელმა ძმებმა საკუთარი კარბელაანთ (ქართ-კახური) კილოც დაამკვიდრეს ქართულ საეკლესიო გალობაში. წმინდა ძმები კარბელაშვილები სახელი ასოცირდება სამართლიანობისათვის, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან. ასევე ერის ღირსების დაცვასთან, ქართული კულტურის იდენტურობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან.