,,ბლექ სი არენა” ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

7 სექტემბერს, ,,ბლექ სი არენაზე”, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo. საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი), ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია), „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ბათუმი“.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს ამბროლაურში გაგრძელდება, 9 სექტემბერს კი ონში დაიხურება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები