“ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებთან დაკავშირებით ბევრი ხელშეკრულებაა საიდუმლოებით მოცული და მაინტერესებს აპირებენ თუ არა ამის გასაჯაროებას”

როგორც ჩანს, ან გახარიამ გადაუსწრო ჭკუით, ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით კიდევ უფრო და გახარია გახდა ლიდერი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
“როდესაც ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, ასე გვითხრეს, ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო. ახლა კი, როგორც ჩანს, ან გახარიამ გადასწრო ჭკუით, ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით კიდევ უფრო და გახარია გახდა ლიდერი.
რეალობა კი ასეთია: ეკონომიკის მინისტრობის დროს, გახრია არ გამოირჩეოდა ინიციატივებით. მის პერიოდში არც ეკონომიკური ცვლილება არ მომხდარა, არც არანაირი კანონის ინიცირება. შს მინისტრობის დროს კი, თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას.
ამას გარდა, ის არაპოპულარულია დასავლეთში და უფრო ასოცირდება ჩრდილოეთთან. ეს კი, უკვე ჩვენი საზოგადოების და დასავლეთის გამოწვევაა. ხოლო რამდენად გაუძლებს ამდენ გამოწვევას „ქართული ოცნება“, ამას დრო გვაჩვენებს.
მთავრობასაც ეტყობა, რომ საარჩევნო მთავრობაა – ძალოვანი მინისტრების დომინაციით. ასე რომ, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ, რადგან არამგონია ამ ყველაფერმა რაიმე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას.
უფრო მეტიც, პირადად მაქვს კითხვები გახარიასთან, წულუკიანთან, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა საიდუმლოებით მოცული და მაინტერესებს აპირებენ თუ არა ამის გასაჯაროებას”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები