ლიანა ელიავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

7 სექტემბერს, 19 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით, „კინოს სახლში“ გაიმართება ფინეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, ლიანა ელიავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება მისი საავტორო ფილმი „სინემა“.
ლიანა ელიავამ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1969 წელს დაამთავრა; 1970 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; 1999 წლიდან ცხოვრობს ფინეთში.
გადაიღო ფილმები: „ბზიანეთი“(1969), „ეპისკოპოსი ნადირობაზე“(1971); „მშვენიერი კოსტიუმი“(1973), „ფერმა მთაში“(1974), „სინემა“ (1977).
ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“,  „კინო უეკრანოდ“.
1979 წელს  ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედალი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები