დავით უსუფაშვილი: ოცნებამ იარა, იარა და „ნაცმოძრაობის“ სტილში ჩაჯდა

გახარიას შერჩევით ივანიშვილმა ღიად გვითხრა, რომ „ქართული ოცნება“ პოზიტიური მიღწევებით ვეღარ გააკვირვებს მოსახლეობას, ამიტომ ერთადერთი ამოცანაა, პოლიტიკური პროცესების სუპერპოლარიზაცია, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის. მე იმიტომ ვეძახი ამ მთავრობას საარჩევნო ომის მთავრობას, რომ სწორედ გახარიას შერჩევით ივანიშვილმა გადადგა მკაფიო ნაბიჯი. მან ღიად გვითხრა, რომ „ქართული ოცნება“ პოზიტიური მიღწევებით ვეღარ გააკვირვებს მოსახლეობას, ამიტომ ერთადერთი ამოცანაა, პოლიტიკური პროცესების სუპერპოლარიზაცია. ისეთი ტიპის ფიგურის შერჩევა პრემიერ-მინისტრად, რომელიც მისი აზრით, ყველაზე უკეთ მოახერხებს „ოცნების“ მხარდამჭერების კრისტალიზაციას. საპარლამენტო არჩევნებზე უნდა ვნახოთ არჩევნების მეორე ტურის მეორე სერია, ორად გახლეჩილი საქართველოს ერთმანეთთან შერკინების. ასეთ ვითარებაში ხედავს ის პოლიტიკური წარმატების შესაძლებლობას არჩევნებზე, სწორედ ასეთი მთავრობა შექმნა ასეთი პრემიერ-მინისტრით და აქცენტებით ძალოვნებზე, რომ ძალოვნები იქნება ჩვენს ხელში, ამიტომ ე.ი. ყველანი ჭკვიანად იყავით. ოცნებამ იარა, იარა და „ნაცმოძრაობის“ სტილში ჩაჯდა. ზუსტად ეს იგულისხმება, როდესაც აქცენტი კეთდება საძალაუფლებო ინსტრუმენტებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები