ირაკლი სესიაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამორჩეული იყო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სრული მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, უკვე მიმდინარე კვირას პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყება.
“გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა და ჩვენ უკვე ამ კვირაში დავიწყებთ სამთავრობო პროგრამის განხილვას.
განსაკუთრებით მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომ უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში წარდგენილი არიან, ჩემთვის პირადად, ღირსეული კანდიდატები. მათთან მქონდა აქამდეც შესაძლებლობა გვემუშავა და მართლაც გამორჩეული იყო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ასევე მივესალმები, რომ ლევან იზორია დარჩება უსაფრთხოების სისტემაში და მთავრობის დამტკიცების შემდგომ ის დაიკავებს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს. ლევანი ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი თავდაცვის მინისტრი გალხდათ და ამ მხრივ მისგან ველოდები უსაფრთხოების სისტემაში ახალ მიდგომებს და რეფორმებს. მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო ახალი შექმნილია, და მასთან მიმართებაში საზოგადოებას მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს და რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას.
ბატონ ვახტანგ გომელაურთან მუშაობის წლები მაკავშირებს. ვიტყვი, რომ ჩემთვის ამ მინისტრობის კანდიდატებთან მუშაობა კომფორტულია, ასევე საპარლამენტო კონტროლი იქნება თავის სიმაღლეზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები