მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციები გადაწყვეტილების საფუძველი, მმართველ პარტიაში ბუნებრივია, ვერ იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, “ნაცმოძრაობის” მიერ დაორგანიზებული აქციები, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების საფუძველი ვერ იქნებოდა. მისი თქმით, საქართველოში გავრილოვის რევოლუცია არ შედგა.
„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ გავრილოვის რევოლუცია საქართველოში არ შედგა. ამ არშემდგარი რევოლუციის წარმომადგენლები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შესაძლებელია, რომ მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციები გადაწყვეტილების საფუძველი, მმართველ პარტიაში ბუნებრივია, ვერ იქნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები