აკაკი ბობოხიძე – „გიორგი გახარიასთან ერთად ყოფნა ბომბია არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის“

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი გახარია ბომბია არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.
ამის შესახებ ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ კაცთან ერთად სიარული არა მარტო ივანიშვილისთვის არის სახიფათო, არამედ ქვეყნისთვის. შევარდნაძე მახსენდება, რომელმაც 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირში“ თავი მოუყარა ქართული პოლიტიკის ქაფს, არ მინდა, ნაგავი ვიხმარო და საქართველოში პოლიტიკოსები ქართველმა ხალხმა ამით დაასრულა. იმედი მაქვს, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი ქართველ ხალხს შესთავაზებს და 2020 წელს ივანიშვილის მმართველობას თავის გახარია-ღარიბაშვილებიანად დაასრულებს მოსახლეობა. ჩვენი მიზანია, საქართველო არჩევნებამდე ზედმეტი რყევების გარეშე რამენაირად მივიყვანოთ, რომ ხელისუფლებისგან ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორება მოხდეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.
დღესვე, მისი კანდიდატურა ოფიციალურად საკანონმდებლობლო ორგანოს განსახილველად გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები