მამუკა ბახტაძე: – ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევაა, ის რომ ევროკავშირი და ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოსთან თანდაცვის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება.
ამის შესახებ ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვანვითარებთ და ვაღრმავებთ ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.
ამაზე მეტყველებს:
• გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა;
• პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა;
• საქართველოს ჩართულობა და როლი ნატოს ოპერაციებში;
• კონცეფცია − „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“;
• ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა.
ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს როგორც უმთავრეს პრიორიტეტს.
ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები. გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:
• ტოტალური თავდაცვის კონცეფცია;
• სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა;
• სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი)“, – ნათქამია განცხადებაში.