“ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში,საჭიროა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები“

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა ამიდნისტრაციის პირობებში უმაღლეს ნიშნულზეა.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად.
ამის შესახებ ბახტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები
დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ადმინისტრაციის პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად.
უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში.
აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი:
•ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა;
•ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში;
•ეკონომიკური თანამშრომლობა;
• ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Gეორგია შუპპორტ Aცტ)“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები