მამუკა ბახტაძე – “საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან, ნატოსთან და ეროკავშირთან უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა“

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის ურთიერთობა აშშ-სთან, ნატოსთან და ეროკავშირთან უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა.
ამის შესახებ ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება.
ევროინტეგრაცია − ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.
დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოციირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DჩFთA), ვიზა ლიბერალიზაცია რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს.
საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
• ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
• ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ:
• შევიმუშავეთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (ღოადმაპ2EU);
• ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიან ინიციატივებს;
• ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში;
• სექტორალური ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა.
• ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალური კულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც − ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაც უმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში.
შესაბამისად, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, მის დაცვასა და შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება არის უალტერნატივო არჩევანი, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ევროპულ ოჯახში შესვლის პერსპექტივის რეალიზაცია.
• ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
• და ბოლოს, სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (Eუროპეან Eცონომიც Aრეა)“,-ნათქვამია ბახტაძის განცხადებში.
მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები