კაჭრეთში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი კაჭრეთის სასაფლაოზე იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის მწყემსი იყო და გაიყინა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელში არ უნახავთ. გარდაცვლილი გურჯაანის რაიონის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს გურჯაანის შს სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები