საქსტატი: 2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ
1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და
ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 2.8 პროცენტით აღემატება 2017 წლის
ანალოგიურ მონაცემს.
საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე
გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და
სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 პროცენტს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის
განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით.
ვრცლად იხილეთ ლინკზე: https://www.geostat.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები