ლარის ახალი კურსი დადგინდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9399 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9279 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2692 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2365 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.