კახა კალაძე: საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ აფხაზეთში არ ყოფილან, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ გაუკეთებია განცხადება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს.
„არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლები იქ არ ყოფილან და თანამედროვე მსოფლიო არავინ არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნებს. რამდენიც უნდათ ილაპარაკონ! არავითარი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც მართლა, რეალურად მუშაობს არჩევნების მიმართულებით, განვითარებულ ქვეყნებში ჩადიან, ან საქართველოში ჩამოდიან და აკვირდებიან არჩევნებს, ასეთ არც ერთ ორგანიზაციას ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები