ესპანეთის სამხედრო თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა (ვიდეო)

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია მურსიასთან, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი C-101 ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. Europa Press-ის ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სამაშველო გემები იქნა გაგზავნილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, რომელმაც კატაპულტირება შეძლო. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები