გამოკითხული ამერიკელების 62% დონალდ ტრამპის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
Associated Press-მა და NORC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითმა ცენტრმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმად ირკვევა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 62% აფასებს.
რესპონდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, თუ როგორ აგვარებს ტრამპი იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე- ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და შეირაღების კონტროლს.
გამოკითხულთა 61% არ იზიარებს ტრამპის მიდგომას იარაღის კონტროლის საკითხისადმი.
ამასთან, პრეზიდენტი რესპუბლიკელებში პოპულარობით ისევ სარგებლობს. მის საქმიანობას დადებითად რესპუბლიკური პარტიის მომხრეთა 80% აფასებს.
ერთადერთი სფერო, სადაც პრეზიდენტს მეტნაკლებად უჭერენ მხარს არის ეკონომიკა. გამოკითხულთა 46% მის მუშაობას ამ მიმართულებით დადებითად აფასებს, 51% კი მის ეკონომიკური ინიციატივებს არ იზიარებს.
გამოკითხვაში 1058 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევა 15-19 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.