უსაფრთხოა თუ არა მარნეულის ქარხნის წითელი ტყემალი გერმანიაში დაადგენენ

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა.
კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ტრადიციული წითელი ტყემალი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა, რომელშიც არასაკვები საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები