სასწრაფოდ: თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 3 წლის ადილ მეხრიევი გარდაიცვალა. შემთხვევა ბურსას გურსუს რაიონში მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მცირეწლოვან ბიჭს დედამ საჭმელი აჭამა, რის შემდეგაც ბავშვი შეუძლოდ გახდა. თურქული გამოცემის ინფორმაციითვე, ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შევქეთ ილმაზის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ადილ მეხრიევის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ცნობილია, რომ მას მხედველობისა და საუბრის პრობლემაც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვი გარკვეული პერიოდი საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაცვალებიდან ოთხი დღით ადრე ის საავადმყოფოდან გაწერეს. თურქეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.